თბილისის ავტობუსებში უფასო Wi-Fi-ს დაამონტაჟებენ

© Facebook / Ministry of Finance of Georgiaახალი ავტობუსები თბილისში
ახალი ავტობუსები თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამჟამად Wi-Fi-ს ტესტირება სამ ავტობუსზე მიმდინარეობს და წარმატებული მუშაობის შემთხვევაში, დაყენებული იქნება ყველა ახალ ავტობუსში, რომელთა შემოყვანაც თბილისში იგეგმება.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის ავტობუსებში უფასო Wi-Fi-ს დაყენება იგეგმება, იტყობინება „ახალი-ამბები საქართველო“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაზე დაყრდნობით. 

„სამ ავტობუსზე დაყენებულია Wi-Fi სატესტო რეჟიმში. კომპანიასთან გაფორმდა მემორანდუმი, რათა მოხდეს ტესტირება და შესწავლა რამდენად მოთხოვნადია ეს მომსახურება და რამდენად გამართულად მუშაობს სისტემა. 

მოლოდინმა გაამართლა და აქედან გამომდინარე, უახლოეს მომავალში გამოცხადდება კონკურსი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ კომპანიები, რომლებიც ავტობუსებში ინტერნეტ სისტემების დაყენებას უზრუნველყოფენ“, — ციტირებს სააგენტო სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენელს. 

ახალი ავტობუსი - Sputnik საქართველო
სექტემბრიდან თბილისში ახალი ავტობუსები იმოძრავებს

მისი თქმით, გაიმარჯვებს ის კომპანია, რომელიც უფრო ხარისხიან ინტერნეტს შესთავაზებს უკეთესი პირობებით. 

„ჩვენ გვინდა რაც შეიძლება ალე დავასრულოთ პროცესი. მომავალი წლის გაზაფხულამდე თბილისში ეტაპობრივად 143 ახალი ავტობუსი გამოჩნდება. მათგან 10 უკვე ემსახურება თბილისის მოქალაქეებს. ჩვენ გვინდა, რომ Wi-Fi-ს სისტემა გამართულად მუშაობდეს ამ ავტობუსებში“, — აღნიშნა კომპანიის წარმომდგენელმა. 

ახალი ავტობუსები სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის და ბუნებრივ გაზზე იმუშავებენ, რის გამოც დიზელის საწვავთან შედარებით ნაკლებ ზიანს მიაყენებენ გარემოს. 

 

ყველა ახალი ამბავი
0