თავისუფლების მოედანზე მოსეირნე შიშველი მამაკაცი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს

CC0 / Pixabay / luvqs / ექიმი
ექიმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიციამ გადაწყვიტა, რომ თავისუფლების ქუჩაზე შიშველ მდგომარეობაში მოსიარულე მამაკაცს, ფსიქიატრის დახმარება ესაჭიროებოდა.

თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. პოლიციამ ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც თავისუფლების მოედანზე წმინდა გიორგი მონუმენტს შიშველ მდგომარეობაში გარს უვლიდა, ფსიქიატიულ საავადმყოფოში გადაიყვანა, იუწყება სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ შსს-ს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით. 

პოლიცია - Sputnik საქართველო
პოლიციამ მამაკაცი, რომელიც თავისუფლების მოედანზე შიშველი მოძრაობდა, გაათავისუფლა

მამაკაცი, რომელიც ფეხსაცმლისა და წინდების ამარა იყო, კოტე აფხაზის ქუჩიდან თავისუფლების მოედანის მიმართულებით გაემართა და  წმინდა გიორგი მონუმენტის ირგვლივ სიარული დაიწყო. პოლიციამ მამაკაცი იმ დროს დააკავა, როდესაც მან მონუმენტს მესამედ შემოუარა. 

სამართალდამცავებმა ახალგაზრდა მამაკაცს ტანისამოსი მიუტანეს, მანქანაში ჩასვეს და გლდანის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 


ყველა ახალი ამბავი
0