პოლიციამ მამაკაცი, რომელიც თავისუფლების მოედანზე შიშველი მოძრაობდა, გაათავისუფლა

გამოწერა
ამ დროისთვის უცნობია, რატომ გადაწყვიტა ახალგაზრდა მამაკაცმა ქალაქში მხოლოდ ფეხსაცმელისა და წინდების ამარა სიარული.

თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. პოლიციამ ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა, რომელიც თავისუფლების მოედანზე წმინდა გიორგი მონუმენტს შიშველ მდგომარეობაში გარს უვლიდა. სამართალდამცველებმა ახალგაზრდა მალე გაათავისუფლეს, იუწყება სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ შსს-ზე დაყრდნობით.

ინტერნეტ-სივრცეში აღნიშნული ფაქტის ამსახველი ფოტოკადრები გავრცელდა, რომელზეც ჩანს, რომ მამაკაცი მხოლოდ ფეხსაცმლისა და წინდების ამარაა.

ინციდენტი პარასკევს, საღამოს მოხდა, როდესაც ქუჩაში ჰაერის ტემპერატურა 4-5 გრადუსი იყო. რა იყო ეს — პროტესტი, ნაძლევი თუ ახალგაზრდა უბრალოდ ნუდისტია, უცნობია.  ფაქტია, რომ პოლიციამ მამაკაცი იმ დროს დააკავა, როდესაც მან მონუმენტს მესამედ შემოუარა. „ის არ დაუკავებიათ, ჩვენ უბრალოდ მისი მოქმედება აღვკვეთეთ“, — განაცხადა შსს-ს პრეს-სამსახურის თანამშრომელმა. 


ყველა ახალი ამბავი
0