სიზმრად ნანახი კოშმარის ბუნება, ანუ რას ნიშნავს ძილში ნანახი ურჩხული

გამოწერა
გჯერათ სიზმრების? როგორი სიხშირით ნახულობთ მათ და როგორი ჭარბობს — კოშმარები თუ მშვიდი, ფერადოვანი სიზმრები, ან იქნებ მისტიური?

მოდით, ფსიქოლოგებს ვუხმოთ და მათ დავეკითხოთ, რატომ ვნახულობთ სიზმარს, რაზე მიგვანიშნებს კოშმარები და ზოგადად, სიზმრისეული სიმბოლიკა.

• როგორც ირკვევა, სიზმარი — ეს დაცვის მეორე დონეა, რომელსაც ჩვენი ფსიქიკა თავად აგებს. ანუ ყველაფერს, რაც ცხადში გადაგხდათ, მაგრამ გონებაში გადახარშვა ვერ მოასწარით, ძილში იხილავთ.

CC BY-SA 2.0 / Ivan / ightmare of Judahამბობენ, ადამიანის ტვინი ძილში უფრო მეტად აქტიურია, ვიდრე ტელევიზორის ყურების დროს
ამბობენ, ადამიანის ტვინი ძილში უფრო მეტად აქტიურია, ვიდრე ტელევიზორის ყურების დროს - Sputnik საქართველო
ამბობენ, ადამიანის ტვინი ძილში უფრო მეტად აქტიურია, ვიდრე ტელევიზორის ყურების დროს

საინტერესო ისაა, რომ ეს ძირითადად უსიამოვნო გრძნობებს ეხება, ანუ ისეთებს, რომელთა ღრმად გადამალვასაც შეეცადეთ დღისით. ვთქვათ, რაღაცით უკმაყოფილო დარჩით, იფიქრეთ, რომ არასწორად მოიქეცით, რაღაც შეგეშალათ, მაგრამ ხელი ჩაიქნიეთ და ზედმეტად აღარ ჩაეძიეთ. 

თურმე, სად ხარ?! ყველაფერი თქვენს ქვეცნობიერში ილექება და სიზმარში ამ ყველაფერს სიმბოლოებით, უცნაური ფიგურების სახით ხედავთ — ხანდახან, ძალზე არქეტიპული ფიგურებისა.

• კოშმარები — ფიგურები, რომლებიც ურჩხულის სახით გევლინებათ ან თავს გესხმით, თქვენი ის მხარეა, რომლის აღიარებაც არ გსურთ და მიჩქმალვას ცდილობთ. ანუ ეს თქვენივე, ცხოვრებით უკმაყოფილო ნაწილი გასიზმრებთ კოშმარებს მაშინ, როცა სრულიად დაუცველები ხართ და მნიშვნელობა არ აქვს, გაექცევით და დაემალებით მას თუ ვერა — ფაქტი ერთია: ის გრძნობები, რომლებიც ამ დროს გეუფლებათ, არის კიდეც მინიშნება იმაზე, რის გამო არ გსურდათ ცხადში ამა თუ იმ ფაქტის მიღება-აღიარება.

ღრუბლიანი ცა - Sputnik საქართველო
სასწაულებრივი გამოღვიძება, გადარჩენილი ჩვილი და უცნობი ქალის სატელეფონო ზარი

• ძალიან ბევრი თქვენგანი ცდილობს სიზმრების ახსნას. ვინც ამას აკეთებთ, აუცილებლად უნდა გახსოვდეთ, რომ ეს უსარგებლო და ფუჭი საქმეა. თქვენი სიზმარი მხოლოდ თქვენ გეკუთვნით, ძილად ნანახი სიმბოლოები მხოლოდ თქვენია და სხვა, სპეციალურ წიგნებსა და ბროშურებში მოძიებული ზოგადი განმარტებები არანაირად არ  „მოგერგებათ“.

ამიტომ დააკვირდით, რა ემოციებს იწვევს თქვენში სიზმრად ნანახი ესა თუ ის ფიგურა და მიხვდებით, რის სიმბოლოა ის პირადად თქვენთვის და თქვენს რომელ მხარეს წარმოაჩენს, ვთქვათ ურჩხული. ასე ახდით იდუმალებას ფარდას.

ჩაიწერეთ სიზმრები. ისინი რეალურად არის თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი. და თუ დაინტერესდებით, რა ინფორმაციაზეა საუბარი, უბრალოდ ყურადღება მიაქციეთ იმ სიზმრებს, რომლებსაც ძლიერი ემოციები მოჰყვა და გაიხსენეთ, რა მოხდა იმ დღეს, რა განიცადეთ და რა გსურდათ?

წარმატებებს გისურვებთ ინტერპრეტაციებში.

რატომღაც გვჯერა, რომ ფსიქოლოგების დახმარებით, ბევრ კითხვაზე გაგეცით პასუხი.

ყველა ახალი ამბავი
0