რიტუალური მკვლელობა თბილისში - ვერსიები

© photo : 1ul.ruმამაკაცი დანით
მამაკაცი დანით - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოკლული 76 წლის ქალბატონის მეზობლების განცხადებით, ამ საზარელ ინციდენტს წინ კონფლიქტი უძღოდა - დედა ქალიშვილს რომელიღაც სექტასა თუ დაჯგუფებაში წევრობას უშლიდა.

თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურა დამამძიმებელ გარემოებებში მოხუცი ქალის განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულებისთვის, მათ შორის, გარდაცვლილის შვილისთვის, აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს, იუწყება საზოგადოებრივი პირველი არხი.

76 წლის ქალბატონი ბრალდებულებმა ელექტროშოკით გაგუდეს, შემდეგ ცხედარი დიდი ზომის ჩანთაში მოათავსეს და თბილისში ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს, სადაც მისი სხეული დაანაწევრეს და გლდანის ნაგავსაყრელზე დაწვეს.

გამომძიებლებმა გარდაცვლილის იდენტიფიცირებისთვის დნმ-ის ანალიზი ჩაატარეს.

გუშინ, შსს-მ განაცხადა, რომ რიტუალური მკვლელობა გახსნილია, სწორედ მაშინ გახდა მკვლელობის ყველა დეტალი ცნობილი. როგორც გაირკვა, ქალბატონის მკვლელობაში ბრალი  სამ ადამიანს — 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცს, 17 წლის გოგონას და გარდაცვლილის 22 წლის ქალიშვილს ედება. კიდევ ორ ადამიანს დანაშაულის დაფარვაში ედება ბრალი. 

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
საზარელი მკვლელობა თბილისში – დაკავებულია მოკლულის ქალიშვილი

როდესაც პოლიციამ უგზოუკვლოდ დაკარგული ქალბატონის ძებნის ოპერაცია დაიწყო, მან ქალბატონის საცხოვრებელი სახლის ახლოს მდებარე მაღაზიის სათვალთვალო კამერიდან ვიდეოფირები ამოიღო, რომელზეც დაფიქსირებული არ იყო ქალბატონის სახლიდან გასვლა. სწორედ ამ ფაქტმა დააეჭვა გამოძიება, რომ ქალი მოკლული იყო და მისი გვამი გადამალული.

როდესაც შსს-მ რიტუალური მკვლელობის შესახებ განცხადება გააკეთა, ქართულ მედიაში კანიბალიზმის ვერსიის განხილვა დაიყო.  სამინისტრო ამ ვერსიათან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ქალიშვილი ნაშვილები ჰყავდა, რომელიც მან საკუთარი 19 წლის ქალიშვილის დაღუპვის შემდეგ იშვილა. როგორც მეზობლები ამბობენ, დედა შვილს უარს არაფერზე ეუბნებოდა.

მეზობლების განცხადებით, ბოლო პერიოდში ქალბატონი სახლიდან თითქმის არ გამოდიოდა, რადგანაც სერიოზული ოპერაცია ჩაუტარდა. გარდა ამისა, როგორც ისინი ყვებიან, ამ საზარელ ინციდენტს წინ კონფლიქტი უძღოდა — დედა ქალიშვილს რომელიღაც სექტასა თუ დაჯგუფებაში წევრობას უშლიდა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0