პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით სეულში მრავალათასიანი საპროტესტო აქცია იმართება

© REUTERS / Kim Hong-Jiპრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით სეულში მრავალათასიანი საპროტესტო აქცია იმართება
პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით სეულში მრავალათასიანი საპროტესტო აქცია  იმართება - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამხრეთ კორეის პრეზიდენტის გადადგომას 43 ათასიდან 100 ათას ადამიანამდე ითხოვს. ბოლო მონაცემებით, პრეზიდენტის რეიტინგი რეკორდულ მაჩვენებლამდე - 5%-მდე დაეცა.

თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. სეულის ცენტრში სამხრეთ კორეის პრეზიდენტ პან კინ ჰეს გადადგომის მოთხოვნით, მრავალათასიანი საპროტესტო აქცია იმართება.  სამხრეთ კორეის პრეზიდენტს კორუფციულ გარიგებაში სდებენ ბრალს, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „რენხალზე“დაყრდნობით.

პოლიციის მტკიცებით, აქციაზე 43 ათასი ადამიანი გამოვიდა. ორგანიზატორების განცხადებით, მათი მომხრეების რაოდენობა უფრო მეტია და 100 ათას ადამიანს ითვლის.

გავრცელებული ინფორმაციით, სკანდალში პრეზიდენტის მეგობარი-ქალი ცოი სუნ სილი გაეხვა, რომელსაც, მართალია რაიმე ოფიციალური თანამდებობა არ უკავია, მაგრამ საკუთარი მიზნების განსახორციელებლად, სახელმწიფო საქმეებში ჩაერია.

ფხენიანი - Sputnik საქართველო
ჩრდილოეთ კორეა აშშ-სა და იაპონიას ბირთვული შეტევით ემუქრება

ცოი სუნ სილი ეჭვმიტანილია იმაში, რომ მან პირადი და კომერციული მიზნებიდან გამომდინარე, პრეზიდენტზე ზეგავლენა იქონია. კერძოდ, სამართალდამცავი ორგანოები არ გამორიცხავენ, რომ მისი ორი ფონდი MIR და  K-Sport- მსხვილი ბიზნესიდან სახსრებს იღებდნენ. ამ კვირაში ის დააკავეს, სასამართლომ მისი დაპატიმრების ორდერი გასცა.

პარასკევს გავრცელებული მონაცემების ტანახმად, პრეზიდენტის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე —5%-მდე დაეცა.

აღსანიშნავია, რომ აქციის დროს წესრიგის დასაცავად დაახლოებით 20 ათასი პოლიციელის მობილიზება მოხდა, რომელთაც მკაცრი გაფრთხილება აქვთ მიღებული, თავიდან აიცილონ ყოველგვარი პროვოკაცია.

 

ყველა ახალი ამბავი
0