კახეთში დედის ცემისთვის ძებნილი მამაკაცი დააკავეს

გამოწერა
გამოძიების ცნობით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა დედა სცემა.

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა კახეთის სოფელ კალაურში ოჯახური ძალადობის ბრალდებით ძებნილი მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიების ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა დედა სცემა. ბრალდებულს ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
საზარელი მკვლელობა თბილისში – დაკავებულია მოკლულის ქალიშვილი

დაკავებული 4 სექტემბრიდან იძებნება.

მას შემდეგ, რაც 2014 წელს ოჯახური ძალადობის ნიადაგზე 19 ქალი დაიღუპა, საქართველოს ხელისუფლებამ კანონმდებლობა გაამკაცრა — სისხლის სამართლის კოდექსში ოჯახური ძალადობა ცალკე მუხლად გამოიტანა. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2015 წელი ქალთა წლად გამოაცხადა.

2014 წელს პოლიციამ ოჯახური ძალადობის 591 შემთხვევა დააფიქსირა, ხოლო 2015 წელს 901. 

მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდში საქართველოში ოჯახური ძალადობის 1,1 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 13 მკვლელობით დასრულდა. 694 შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0