ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliიუსტიციის სახლი
იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ის საფინანსო კომპანიები, რომელთა საქმიანობა მოქმედი კანონმდებლობის თანახმად არ კონტროლდება ეროვნული ბანკის მიერ, შესაძლოა, ფიზიკური პირებისაგან მოზიდულ სახსრებს საკმაოდ რისკიან აქტივებსა თუ ბიზნეს საქმიანობაში აბანდებენ.

თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ აფრთხილებს მოსახლეობას, საკუთარი თანხების დაბანდებამდე, მათი დაკარგვის რისკის თავიდან აცილების მიზნით, აუცილებლად გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე.  

ნოდარ ხადური - Sputnik საქართველო
ფინანსთა მინისტრი: ლარის კურსი აუცილებლად გამყარდება

როგორც ეროვნული ბანკის განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ეროვნული ბანკი სახსრების განთავსების რისკებთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ 2013 წლიდან აფრთხილებდა მოქალაქეებს (2013, 2016), რომ ის საფინანსო კომპანიები, რომელთა საქმიანობა მოქმედი კანონმდებლობის თანახმად არ კონტროლდება ეროვნული ბანკის მიერ, შესაძლოა, ფიზიკური პირებისაგან მოზიდულ სახსრებს საკმაოდ რისკიან აქტივებსა თუ ბიზნეს საქმიანობაში აბანდებენ.

როგორც ბანკში განმარტავენ, რიგ შემთხვევაში მათი საქმიანობა, "ფინანსური პირამიდის" ნიშნებსაც ატარებს.

საფინანსო სექტორის მომხმარებელთა უფლებებისა და ინტერესების მაქსიმალურად დაცვის მიზნით, ეროვნული ბანკის მიერ, მთავრობასთან ერთობლივი მუშობის შედეგად მომზადდა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც სხვა პრობლემატურ საკითხთან ერთად, აღნიშნული საკითხის შესაბამის ჩარჩოში მოქცევას ითვალისწინებს და რომლის განხილვას ახალი მოწვევის პარლამენტი, სავარაუდოდ, შეკრებისთანავე დაიწყებს, — აღნიშნულია განცხადებაში.


ყველა ახალი ამბავი
0