თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან სატელეფონო საუბრისას საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გამარჯვება მიულოცა, ნათქვამია თეთრი სახლის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
„ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“, არჩევნების წინასწარი მონაცემებით, საკანონმდებლო ორგანოში 150-დან 117 ადგილი და შესაბამისად, ქვეყნის მართვის სადავეები მოიპოვა.
„ვიცე-პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრს მოუწოდა არჩევნების შედეგები საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და საქართველოში დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების გაგრძელებისთვის გამოიყენოს“, — ნათქვამია განცხადებაში.
ბაიდენმა რეგიონში დემოკრატიის თვალსაზრისით საქართველოს მოწინავე პოზიციები ხაზგასმით აღნიშნა.
კვირიკაშვილი და ბაიდენი შეჯერდნენ მოსაზრებაზე, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება, მართველ პარტიას რეფორმების მხარდამჭერ ძალებთან თანამშრომლობის პასუხისმგებლობას ანიჭებს.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ორი ტური — 8 და 30 ოქტომბერს გაიმართა.
საქართველოსა და აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 24 წლის წინ დამყარდა. 2009 წლიდან აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რომელიც უსაფრთხოების, თავდაცვის, სავაჭრო, ეკონომიკის, ენერგეტიკის, კულტურისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობის ფართო ფორმატს ითვალისწინებს.