თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და სენტ-კიტსისა და ნევის ფედერაციის პრემიერმა ტიმოთი სილვესტრ ჰარისმა თბილისში გამართულ შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს.
მარგველაშვილმა ჰარისს მადლობა გადაუხადა საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირების მდგომარეობასთან დაკავშირებით გაეროში საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის მხარდაჭერისათვის.
საუბარი ასევე შეეხო კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობას
თბილისში ვიზიტის ფარგლებში ჰარისი გამჭირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის პლენარულ სესიას (OECD) დაესწრო.
საქართველომ სენტ-კიტსისა და ნევის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობა 2011 წლის 26 ოქტომბერს დაამყარა.
თბილისში,,ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ (OECD) გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის მე-9 პლენარული სესია მიმდინარეობს. ფორუმზე დასასწრებად თბილისს დაახლოებით 100 ქვეყნის 250-მდე დელეგატი და 14 საერთაშორისო ორგანიზაცია ეწვია.