საქართველოში სამხედრო წოდებები რამდენიმე კატეგორიად იყოფა და მათ იმ ადამიანებს ანიჭებენ, რომლებიც სამხედრო სამსახურს როგორც ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში, ისე შსს-ს ტიპის გასამხედროებულ ფორმირებებში, საზღვაო-სანაპირო დაცვის სამსახურში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, პრობაციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროში გადიან.
სამხედრო მოსამსახურეებს წოდებები ამა თუ იმ უწყების მიერ დადგენილი წესების თანახმად ენიჭებათ. სამხედრო მოსამსახურისთვის წოდების მინიჭება შეუძლია როგორც უწყების მეთაურს, ისე ქვეყნის პრეზიდენტს. წარმოგიდგენთ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, საზღვაო-სამხედრო ძალებში, შსს-სა და სუს-ში მოქმედი წოდებების ინფოგრაფიკას.