„ოლეგ პოპოვი. ლეგენდის დაბრუნება": უკვე სამუდამოდ

გამოწერა

ლეგენდარული ოლეგ პოპოვი გულის შეტევით დონის როსტოვში გარდაიცვალა, სადაც გერმანიიდან გასტროლზე იყო ჩასული. ქალაქში ცირკის შენობაზე დიდი აფიშაა — „ოლეგ პოპოვი. მზიანი კლოუნი. ლეგენდის დაბრუნება“. ადგილობრივებს ცირკის შენობასთან ყვავილები და სანთლები მიაქვთ.

ცირკის არენა ცარიელია, მაგრამ ცირკის ადმინისტრაციამ სპექტაკლების გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო, ყველა წარმოდგენა ოლეგ პოპოვს მიეძღვნება.

თუმცა, ეს იქნება სევდიანი სპექტაკლები, ამბობენ მსახიობის კოლეგები — დიდ კლოუნს სიცილი და სიცოცხლე უყვარდა. ოლეგ პოპოვთან დამშვიდობება დონის როსტოვში 4 ნოემბერს გაიმართება.

ოლეგ პოპოვი 1930 წლის 31 ივლისს დაიბადა. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია როგორც „მზიანი კლოუნი“.

პოპოვს მოსკოველ მსახიობებთან ერთად 1951 წლიდან გასტროლები ჰქონდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ცირკის არენაზე მისი ყოველი გამოჩენა წარმატებული იყო. 1991 წლიდან პოპოვი გერმანიაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, მას შემდეგ რუსეთში 2015 წელს ჩავიდა. „მზიანი კლოუნი“ 86 წლის ასაკში დონის როსტოვში გასტროლის დროს გულის შეტევით გარდაიცვალა. 

ყველა ახალი ამბავი
0