ნინო ლომჯარია საქართველოს გენერალური აუდიტორის მოადგილედ დაინიშნა

© Facebook / Nino Lomjariaნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს გენერალური აუდიტორი დარწმუნებულია, რომ ლომჯარიას ცოდნა და გამოცდილება სრულად შეესაბამება უწყების მიზნებსა და ამოცანებს.

თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED)  ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია თავის პირველ მოადგილედ დანიშნა.

ლომჯარიამ აღნიშნულ თანამდებობაზე ვანო ზარდიაშვილი შეცვალა, რომელიც მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულის აქართველოს“ საარჩევნო სიით საპარლამენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და წინასწარი ინფორმაციით, პარლამენტის დეპუტატი გახდება.  მოადგილის თანამდებობა უწყებაში არმდენიმე თვის განმავლობაში ვაკანტური იყო. 

ორმოცდაათ ლარიანი კუპიურები - Sputnik საქართველო
ფინანსური დარღვევების გამო ორი პარტია დაჯარიმდება

„მსურს ჩემ პირველი მოადგილედ ნინო ლომჯარია წარმოგიდგინოთ. საზოგადოება ნინოს მოღვაწეობას კარგად იცნობს. ამ დროის განმავლობაში მან ძალზე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ისეთ პროცესებში, როგორიცაა წინასაარჩევნო  სისტემის შექმნა, ანტიკორუფციული გარემოს ფორმირება, გამჭვირვალე სისტემების ფორმირება, შესაბამისად, მისი ცოდნა და გამოცდილება, ასევე რეპუტაცია სრულად შეესაბამება სახელმწიფო აუდიტის მიზნებსა და ამოცანებს“, — განაცხადა თორდიამ ბრიფინგზე.

ლომჯარიასთან მოლაპარაკებები დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა, აღნიშნა თორდიამ.

„მინდა მადლობა გადავუხადო გენერალურ აუდიტორს ამ ნდობისთვის. ვფიქრობ, რომ დღეს აუდიტის სამსახური ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე და ყველაზე პროგრესული საჯარო დაწესებულებაა“, — აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

ნინო ლომჯარია არასამთავრობო სექტორში 2005 წლიდან მოღვაწეობდა. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0