თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. თბილისში 2-დან 7 ნოემბრამდე მოდის კვირეული Mercedes-Benz Fashion Week მიმდინარეობს.
ამ ღონისძიებისათვის საქართველოს დედაქალაქში 58 უცხოელი სტუმარი ჩამოვიდა. მათ შორის არიან წამყვანი მოდური ჟურნალების წარმომადგენლები, ბაიერები და კრიტიკოსები.
წელს MBFWT-ს სპეციალური სტუმრები არიან წარმოშობით ქართველი დიზაინერი დევიდ კომა და ბრიტანელი მომღერალი ელიოტ სამნერი.
ჩვენებებში როგორც ცნობილი, ისე დამწყები ქართველი დიზაინერები მონაწილეობენ.
ღონისძიების ორგანიზატორთა ცნობით, მონაწილეთა შორის არიან რია ქებურია, ანუკი არეშიძე, თამუნა ინგოროყვა, ლაკო ბუკია, ავთანდილი, Dalood, გიორგი შაგაშვილი, ალექსანდრ არუთინოვი.
მოდის კვირეულის ძირითადი ნაწილი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში Moma Tbilisi-ში, ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრში, შოთა რუსთაველის სახელობის დრამატულ თეატრში, ახალგაზრდობის სასახლესა და სასტუმრო The Biltmore-ში მიმდინარეობს.
კონცერნი Mersedes-Benz მხარს უჭერს მსგავს ღონისძიებებს მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში. საქართველო მათ რიცხვს 2015 წლიდან შეუერთდა.