საქართველოს მოქალაქე სტამბულში გარდაცვლილი იპოვეს

© AFP 2024 / ILYAS AKENGINთურქეთის პოლიცია
თურქეთის პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საინფორმაციო საშუალებების ცნობით, გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე საქართველოს მოქალაქე, რომელიც სტამბულში ძიძად მუშაობდა, სახლის მეპატრონეს ეჩხუბა.

თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მოქალაქე ქალბატონი სტამბულის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია სტამბულში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ირაკლი ასაშვილმა გაავრცელა.

ქართული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, 51 წლის რუსთაველი მზია დუნდუა ბინაში დანით მიყენებული ჭრილობებით გარდაცვლილი იპოვეს. ის შეძლებულ თურქულ ოჯახში წლების განმავლობაში ძიძად მუშაობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთი დღით ადრე მას ხელფასის სამი თვით დაგვიანების გამო კონფლიქტი ჰქონდა სახლის მეპატრონესთან.

ტანკერი - Sputnik საქართველო
თურქეთში ქართველი მეზღვაური დაიღუპა

„ამ ფაქტთან დაკავშირებით პირადად მქონდა სატელეფონო საუბარი პროკურორთან, რომელიც იძიებს აღნიშნულ საქმეს. მან მომახსენა, რომ უკვე დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, ამოღებულია საცხოვრებელი სახლიდან ვიდეოჩანაწერები, დაკითხულია სახლის მეპატრონე, ასევე დაცვის თანამშრომლები“, — განაცხადა ასაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

გარდაცვალების ზუსტი გარემოებების დასადგენად პროკურატურა ექსპერტიზის დასკვნას ელოდება, დასძინა დიპლომატმა.

„მე პირადად მაქვს ჩანიშნული შეხვედრა პროკურორთან, რომელიც იძიებს ამ საქმეს, ამის შემდეგ მექნება უფრო დაზუსტებული ინფორმაცია“, — განაცხადა ასაშვილმა.

მასმედიის ინფორმაციით, მზია დუნდუას ორი შვილი ჰყავს.

ყველა ახალი ამბავი
0