თურქეთში ქართველი მეზღვაური დაიღუპა

© photo: Sputnik / Dmitriy Korobeynikov / გადასვლა მედიაბანკშიტანკერი
ტანკერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, 23 წლის ქართველი მეზღვაური, სავარაუდოდ, გემბანიდან გადმოვარდა

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. თურქეთში 23 წლის ქართველი მეზღვაური  თორნიკე ქავთარაძე გარდაიცვალა. შემთხვევა ქალაქ ისკანდერუმში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 23 წლის ქართველი მეზღვაური, სავარაუდოდ, გემბანიდან გადმოვარდა, იუწყება ტელეარხი „იმედი“.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და შემთხვევის გამომწვევი მიზეზები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

საზღვაო ტრანსპორტის პრეს-სამსახურის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით საქმის კურსშია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და თურქეთში საქართველოს საკონსულო.

გარდაცვლილ ქართველ მეზღვაურს სამშობლოში დღეს გადმოასვენებენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0