კარასინი: საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობების ერთმნიშვნელოვანი შეფასება შეუძლებელია

© photo: Sputnik / Владимир Федоренко / გადასვლა მედიაბანკშიგრიგორი კარასინი
გრიგორი კარასინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ რუსულ-ქართული ურთიერთობების კომენტარისას აღნიშნა, რომ მისი გამოყვანა ჩიხიდან მოხერხდა; მაგრამ ორი ქვეყნის პრეზიდენტების - ვლადიმირ პუტინისა და გიორგი მარგველაშვილის კონტაქტები ჯერჯერობით არ იგეგმება.

თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. ბოლო პერიოდში რუსულ-ქართული ურთიერთობების გაჯანსაღება მოხერხდა, მაგრამ საქართველო დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად მზად კვლავ არ არის, განაცხადა საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა.

მოსკოვისა და თბილისის ურთიერთობების ამჟამინდელ დონეზე საუბრისას კარასინმა აღნიშნა, რომ „აქ ერთმნიშვნელოვანი შეფასება, ალბათ, შეუძლებელია“.

„ერთი მხრივ, ბოლო ოთხ წელიწადში მოხერხდა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვნად გაუმჯობესება, იმ ჩიხიდან გამოყვანა, რომელშიც სააკაშვილის რეჟიმის გამო აღმოჩნდა. რუსეთი საქართველოს საკვანძო საგარეო ეკონომიკური პარტნიორების რიცხვში დაბრუნდა, მოგვარდა სატრანსპორტო მიმოსვლა, სწრაფად ვითარდება ტრადიციული ჰუმანიტარული კონტაქტები, კულტურული გაცვლა. ანუ, მიღწეულია საკმაოდ ხელშესახები შედეგები, რომლებიც სრულად პასუხობს ჩვენი ორი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებს“, — განაცხადა კარასინმა.

ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
რაზე შეთანხმდნენ აბაშიძე და კარასინი პრაღაში

მან აღნიშნა, რომ ოფიციალური თბილისი პერიოდულად კონფრონტაციული რიტორიკისგან „თავს ვერ იკავებს“.

„მაგრამ, ამავე დროს, ქართული მხარე კვლავინდებურად მზად არ არის, აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, რომელიც მან 2008 წლის სექტემბერში გაწყვიტა. ოფიციალური თბილისი პერიოდულად ჩვენი ქვეყნის მიმართ კონფრონტაციული რიტორიკისგან „თავს ვერ იკავებს“ და ეს, რბილად რომ ვთქვათ, ზემოაღნიშნულ დადებით ტენდენციებს სიმტკიცეს არ მატებს. ამის თაობაზე მუდმივად ვესაუბრები საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძეს ჩვენი რეგულარული დიალოგის დროს“, — დასძინა კარასინმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტების ვლადიმირ პუტინისა და გიორგი მარგველაშვილის კონტაქტები ამ ეტაპზე არ იგეგმება.

„უფრო მაღალი დონის კონტაქტებს რაც შეეხება, ასეთი შეხვედრები ამ ეტაპზე, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, არ იგეგმება“, — აღნიშნა დიპლომატმა.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოში მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების შემდეგ გაწყვიტა. 2012 წელს ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ საქართველოს მთავრობამ რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად დაასახელა.

ინტერვიუს სრული ტექსტი იხილეთ >>

ყველა ახალი ამბავი
0