ფსიქოლოგიური დეტექტივი პირველად გამოჩნდება თბილისის თეატრალურ სცენაზე

© FB / Свободный театр სპექტაკლის დეკორაცია
სპექტაკლის დეკორაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გერმანელი რეჟისორის ფილმით შთაგონებულმა ცნობილმა ქართველმა რეჟისორმა დადგა სპექტაკლი, რომელშიც პირად ცხოვრებაში ჩარევის მტკივნეული თემაა ასახული.

თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. ქართულ სცენაზე პირველად დადგამენ ფსიქოლოგიური დეტექტივის ჟანრის სპექტაკლს — „სხვების ცხოვრების“ პრემიერა თბილისის „თავისუფალ თეატრში“ 5 ნოემბერს გაიმართება.

თუმანიშვილის თეატრი - Sputnik საქართველო
ვახტანგოვის თეატრისა და კრიმოვის ლაბორატორიის სპექტაკლებს თბილისში ელიან

სპექტაკლის რეჟისორი და ავტორია ავთანდილ ვარსიმაშვილი, რომელმაც ეს წარმოდგენა გერმანელი რეჟისორის ხენკელ ფონ დონერსმარკის ამავე სახელწოდების ფილმით შთაგონებულმა დადგა.

„სპექტაკლი, რომელიც არავის დატოვებს გულგრილს, პირველად ქართულ სცენაზე ნამდვილი ფსიქოლოგიური დეტექტივი. სპექტაკლი იმაზე, რაც ასე გვაწუხებს ყველას: თვალთვალზე, ჩვენ პირად ცხოვრებაში სახელმწიფოს ხელის ფათურზე“, — აღნიშნულია თეატრის განცხადებაში.

„სხვების ცხოვრება“ მოგვითხრობს, თუ როგორ შეიძლება ადამიანისთვის ყველაზე საშიში აღმოჩნდეს ყველაზე უსაფრთხო და კომფორტული ადგილი — საკუთარი სახლი, სადაც მას უსმენენ და მის ყოველ ნაბიჯს უთვალთვალებენ. ვარსიმაშვილის განცხადებით, მან გერმანელი რეჟისორის ფილმი ქართულ რეალობას მოარგო, რადგან მიიჩნევს, რომ ეს თემა საქართველოში აქტუალურია და ქართულ საზოგადოებას აღელვებს.

ყველა ახალი ამბავი
0