ვიქტორ დოლიძე - ჩაიბარებს თუ არა მინისტრის პორტფელს

გამოწერა
ამ ეტაპზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, სამთავრობო და საპარლამენტო თანამდებობებთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავს.

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. მმართველ პარტიაში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო “ მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს, განიხილება ოპოზიციონერ ვიქტორ დოლიძის კანდიდატურაც, განაცხადა პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა დავით კოღუაშვილმა. დოლიძე პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი იყო, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებიის შემდეგ პარტიის რიგები დატოვა. პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ირაკლი ალასანიამაც.  

საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
ვინ შევა საქართველოს ახალ მთავრობაში – მასმედიის ვერსიები

„მთავრობის თავმჯდომარე თავად გააკეთებს განცხადებას ახალი მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით, ეს მისი პრეროგატივაა… კონსულტაციები მრავალ თემასთან, მათ შორის ვიქტორ დოლიძესთან დაკავშირებითაც მიდის“, — განაცხადა კოღუაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

სანამ „ქართული ოცნება“ სამთავრობო და საპარლამენტო თანამდებობებთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავს, ქართული მედია მთავრობის შემადგენლობის შესაძლო კანდიდატებს განიხილავს. პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე სახელდება, თუმცა, თავად კობახიძე აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს. მმართველი პარტიის უმრავლესობა კობახიძის კანდიდატურას ღიად უჭერს მხარს.

„ირაკლი კობახიძე კომპეტენტური იურისტი და კონსტიტუციონალისტია. შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი საუკეთესო საქართველოში. მას დისერტაცია გერმანიაში აქვს დაცული. ასე რომ მას ყველა მონაცემები აქვს იმისათვის, რომ პარლამენტის კარგი თავმჯდომარე გახდეს“, — განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გიორგი კახიანმა.

საპარლამენტო არჩევნების ორივე ტურის (8 და 30 ოქტომბერს) წინასწარი შედეგებით, მმართველმა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო უმრავლესობა (115 ადგილი) მოიპოვა. მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 19 ნოემბერს გაიმართება. დღევანდელი მთავრობა 19 მინისტრითაა დაკომპლექტებული, მათგან სამი — სახელმწიფო მინისტრია.

 

ყველა ახალი ამბავი
0