მოსწავლეებმა უფასო სამგზავრო ბარათები 20 ნოემბრამდე უნდა მიიღონ

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliავტობუსის გაჩერება
ავტობუსის გაჩერება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი სამგზავრო ბარათების გამოყენება არამარტო ტრანსპორტში, არამედ სკოლის სასადილოშიც იქნება შესაძლებელი.

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. სექტემბრის თვეში თბილისში მოსწავლეებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრობისთვის უფასო სამგზავრო ბარათები გადაეცათ, ძველ ბარათებს მოქმედების ვადა 20 ნოემბერს გასდის, იუწყება თბილისის მერიის პრეს-სამსახური. 

პირველკლასელები - Sputnik საქართველო
საქართველოს სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება

ბარათის საშუალებით მოსწავლეებს შეუძლიათ უფასოდ იმგზავრონ ავტობუსით, მეტროთი და საბაგიროთი. გარდა ამისა, ბარათზე თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში, მოსწავლეებს შეუძლიათ ბარათით ისარგებლონ სკოლის სასადილოშიც. ბარათის მფლობელი შეღავთიანი ფასით ისარგებლებს სავაჭრო ცენტრებში, მათ შორის, წიგნის მაღაზიებში,

იმისათვის, რომ ახალი ბარათი აიღოს მოსწავლის მშობელმა ან უფლებამოსილმა პირმა უნდა მიმართოს თბილისში „საქართველოს ბანკის" სერვის-ცენტრებს.

ამდროისათვის გაცემულია 53 ათასი სამგზავრო ბარათი.  გარდა ამისა, თბილისი მერია 26 კატეგორიის 600 ათასამდე მოქალაქისთვის (პენსიონერებისთვის, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, სოციალურად დაუცველი პირებისთვის, პედაგოგებისა და სტუდენტებისთვის) გასცემს  შეღავათიანი მგზავრობით სარგებლობის პლასტიკურ ბარათებს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0