საქართველოს სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება

© photo: Sputnik / Denis Aslanovპირველკლასელები
პირველკლასელები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სახელმწიფო სკოლებში სასწავლო პროცესი 16 იანვარს, ორშაბათს განახლდება.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება, იუწყება სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროზე დაყრდნობით.

სკოლებში სასწავლო პროცესი 16 იანვრიდან განახლდება. რაც შეეხება კერძო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებს, აღნიშნული დაწესებულებები თავად განსაზღვრავენ სასწავლო პროცესის დაწყებისა და დასრულების კონკრეტულ თარიღს.

საქართველოში სულ 2 085 სკოლა და 565 ათასი მოსწავლეა.

ყველა ახალი ამბავი
0