მაღალმთიან აჭარას ტურისტები სულ უფრო ხშირად სტუმრობენ

გამოწერა
მაღალმთიანი აჭარის სოფლებში ოჯახური ტიპის სასტუმროები მომრავლდა.

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. მაღალმთიან აჭარას ტურისტები ღამისთევით უფრო ხშირად სტუმრობენ. ოჯახური ტიპის სასტუმროებში, რომლებიც განთავსებულია მაჭახელას, ქედასა და ხიხანის ტურისტულ მარშრუტებზე, ღამისთევის მაჩვენებელი ბოლო 9 თვის განმავლობაში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 93%-ით გაიზარდა.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ წელს ოჯახური ტიპის სასტუმროების რაოდენობა 33%-ით გაიზარდა, რაც, შეიძლება, ოჯახური ტიპის ახალი 20 სახლის გახსნითა და დამატებითი ნომრების გაჩენით იყოს განპირობებული.

ბათუმი - Sputnik საქართველო
აჭარაში უცხოელ ტურისტთა რაოდენობა გაიზარდა

ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა მაღალმთიან აჭარაში არსებულ მუზეუმებშიც. ჩხუტუნეთის, ქედისა და სელიმ ხიმშიაშვილის მუზეუმებმა მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში 9 120 ვიზიტორს უმასპინძლეს, რაც 35%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს.

„წელს აქტიურად ვმუშაობდით მაჭახელას, ხიხანისა და ქედის ტურისტული მარშრუტების როგორც განვითარების, ასევე პოპულარიზაციის მიმართულებით… სასიხარულოა, რომ ჩვენი აქტივობები აისახა საოჯახო სასტუმრო სახლებზეც და მათ გასულ წელთან შედარებით უფრო მეტ ტურისტს უმასპინძლეს“, — განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა თინათინ ზოიძემ.

ტურსისტების რაოდენობის ზრდასთან ერთად გადამზადდა ქედისა და მაჭახელას ტურისტული მარშრუტების 18 გიდი, რომლებიც ტურისტებს დაწვრილებით ინფორმაციას წარუდგენენ იმ ადგილების შესახებ, რომლებიც მათ აუცილებლად უნდა მოინახულონ მაღალმთიან აჭარაში ყოფნისას.

ყველა ახალი ამბავი
0