„თამბაქოს კონტროლის ალიანსი" ფილმებში და სერიალებში სიგარეტის პოპულარიზაციის აკრძალვას მოითხოვს
„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ახალ პარლამენტს, რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს „თამბაქოს კონტროლის შესახებ‘‘ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი, რათა საჯარო დაწესებულებები თამბაქოს კვამლისგან გათავისუფლდეს. ამასთან ერთად ამ პროდუქციის რეკლამაც უნდა აიკრძალოს, რაც ძირითადად ახალგაზრდებზე და ბავშვებზეა გათვლილი", — განაცხადა ბახტურიძემ.
ალკოჰოლის, თამბაქოსა და ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შემსწავლელი ევროპის სასკოლო კვლევის შედეგების თანახმად, ქართველ მოსწავლეებში თამბაქოს მოხმარების გავრცელება 43%-ია.