თბილისი, 1 ნოემბერი– Sputnik. თბილისში მოსკოვის გამზირზე დიდი სიჩქარით მიმავალი მსუბუქი ავტომანქანა ავტობუსის გაჩერებას შეეჯახა, ერთი ადამიანი დაიღუპა, საქართველოს შს სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება საინფორმაციო სააგენტო "Новости-Грузия".
70 წლის მამაკაცმა, რომელიც ასევე გაჩერებაზე იმყოფებოდა, ტვინის შერყევა და ფეხის მოტეხილობა მიიღო. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მძღოლს დაზიანებები არ მიუღია.
"გაჩერებაზე ვიდექი. მანქანის ხმა გავიგონე, რომელიც დიდი სიჩქარით მოძრაობდა. ის ჯერ ბორდიურს შეეჯახა, შემდეგ კი მოტრიალდა და მჯდომარე ადამიანს შეეჯახა. იქ კიდევ ორი კაცი იდგა",- ყვება შემთხვევის თვითმხილველი.
ინციდენტის შედეგად აირის მილიც დაზიანდა, რის გამოც აირის მიწოდება დროებით შეწყდა.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მუხლით "მოძრაობის უსაფრთხოების ან ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რომელმაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია", რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.