თბილისში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა „არტისტერიუმი“ გაიმართება

გამოწერა
სამხრეთ კავკასიაში თანამედროვე ხელოვნების ყველაზე მასშტაბური გამოფენა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მხატვრებს შეკრებს.

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. თანამედროვე ხელოვნების ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენა „არტისტერიუმი“ თბილისში 4-14 ნოემბერს გაიმართება, აცნობეს Sputnik-ს ღონისძიების ორგანიზატორებმა.

„არტისტერიუმი“ ყველაზე მასშტაბური გამოფენაა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც თანამედროვე ხელოვნებას ეძღვნება. გამოფენა პირველად 2008 წელს გაიმართა.

„არტისტერიუმის“ ფარგლებში გაიმართება ქართველი და უცხოელი მხატვრების გამოფენა, სხვადასხვა საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამა.

მხატვრები თბილისის კლინიკაში პედეატრიულ განყოფილებას ხატავენ - Sputnik საქართველო
ქართველმა მხატვრებმა მედიცინისა და დიზაინის გაერთიანება გადაწყვიტეს

გამოფენის სახელწოდება წელს არის „მოკალი ბუდა!“, რომელიც ეძღვნება ხელისუფლების, ავტორიტეტის, სტერეოტიპების, ტრადიციებისა და რიტუალებისადმი ადამიანის დამოკიდებულებას.

გამოფენა იმართება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის, საქართველოში აშშ-ის საელჩოს, საქართველოში დიდი ბრიტანეთის საბჭოს, გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით.

წელს „არტისტერიუმში“ მონაწილეობენ მხატვრები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, ავსტრიიდან, პოლონეთიდან, პორტუგალიიდან, გერმანიიდან, რუმინეთიდან, შვეიცარიიდან, ინდოეთიდან, ჩეხეთიდან, ისრაელიდან და სამხრეთ კორეიდან.

ყველა ახალი ამბავი
0