სააკაშვილმა ივანიშვილს არჩევნების გაყალბებაში დასდო ბრალი

© AP Photo / Sergei Chuzavkovმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოდესის ოლქის გუბერნატორი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერის გუნდმა საპარლამენტო და საკონსტიტუციო უმრავლესობა გაყალბების გზით მოიპოვა.

თბილისი, 31 ოქტომბერი— Sputnik. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოპოზიციური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დამფუძნებელმა მიხეილ სააკაშვილმა ყოფილ პრემიერს და მმართველი პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" დამაარსებელს ბიძინა ივანიშვილს საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაში დასდო ბრალი.

გუშინ საქართველოში 73-დან 50 ერთმანდატიან ოლქში არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. თითოეულ ოლქში სადეპუტატო სავარძლებისთვის ორ-ორი კანდიდატი იბრძოდა, რომლებმაც 8 ოქტომბერს ჩატარებულ პირველ ტურში ხმათა უმეტესი რაოდენობა მიიღეს. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მმართველი პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატებმა 50-დან 48 ერთმანდატიან ოლქში გამარჯვება მოიპოვეს.

"გუშინდელი მეორე ტური ჩატარდა ზუსტად ისე, როგორც ვვარაუდობდი და ყველას ვაფრთხილებდი — ტოტალური გაყალბებით. უცხოელი დამკვირვებლების არყოფნის პირობებში ივანიშვილმა ფული აღარ დახარჯა "კარუსელების" ტრიალზეც კი და უმეტეს ადგილზე უბრალოდ დახატა რიცხვები. ასეთი თავხედური და მასშტაბური გაყალბება შევარდნაძეს არც დასიზმრებია", — წერს სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

ივანიშვილს მაინც მოუხდება წასვლა, რადგან ასეთი იქნება ქართველი ხალხის ნება. ჩვენი, როგორც პოლიტიკოსების ფუნქციაა, ხელი შევუწყოთ ჩვენი ხალხის ნების აღსრულებას მშვიდობიანი გზით, აღნიშნა სააკაშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ივანიშვილმა არჩევნების პირველი ტურის მსვლელობისას გაყალბების შესახებ განაცხადა

„ახლა კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ივანიშვილის პირობებში ყველა შემდგომი არჩევნები გაყალბდება და გამოსავალი არა ხელების ჩამოშვება, არამედ ამ გაყალბებებზე რეაგირება და აფერისტულ—დანაშაულებრივი რეჟიმის საპირისპიროდ ყოველდღიური წინააღმდეგობების ორგანიზებაა. გვეყო თავზე ნაცრის ყრა, ახლა გადაჯგუფება და აქტიური ბრძოლის დაწყებაა საჭირო", — წერს სააკაშვილი.

ივანიშვილი კოალიცია "ქართული ოცნების" დამაარსებელია, რომელმაც 2012 წლის არჩევნებზე გაიმარჯვა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ცხრაწლიანი მმართველობა შეცვალა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ივანიშვილი მთავრობას ჩაუდგა სათავეში, თუმცა ერთი წლის მერე გადადგა და განაცხადა, რომ თავისი ამოცანა დაასრულა. პოლიტიკიდან წასვლის მიუხედავად ოპოზიცია მას არაფორმალურ მმართველობაში ადანაშაულებს.

ყველა ახალი ამბავი
0