თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო რუს ტურისტებს შორის გასტრონომიული ტურიზმის ყველაზე პოპულარული ქვეყნების სამეულში შევიდა.
რეიტინგი სასტუმროების პოპულარულმა საძიებო სერვისმა RoomGuru.ru-მ შეადგინა, რომელმაც განსაზღვრა, სად აპირებენ რუსეთის მცხოვრებნი დასვენებას ამ შემოდგომაზე კულინარიული სიახლეების შეგრძნებისთვის.
რუსი ტურისტებისთვის ყველაზე პოპულარული გასტრონომიული მიმართულებების პირველი ხუთეულია: ბელარუსი, საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი და იტალია. რეიტინგი შედგენილია 2016 წლის 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში გასტრონომიული ფესტივალების ჩატარების კუთხით ქალაქებში კარგი სამზარეულოს მქონე სასტუმროების ძიების მონაცემების საფუძველზე.
RoomGuru.ru-ს მონაცემებით, ტურისტები, რომლებიც გემრიელი კერძების მქონე სასტუმროებს ირჩევენ, ცხოვრებისთვის საშუალოდ 4,3 ათასი რუბლით მეტს ხარჯავენ დღე-ღამეში, რაც 40%-ით მეტია სხვა ტურისტების დანახარჯზე.
ტურისტების მოზიდვას ხელი შეუწყო გასტრონომიულმა ფესტივალებმა. მაგალითად, ბათუმში 29 ოქტომბერს ჩატარდა აჭარის სოფლების ფოლკლორული და კულინარიული ტრადიციების ფესტივალი „განდაგანა“.
World Travel Awards-ის პრემიის მონაცემებით, ბოლო სამ წელიწადში RoomGuru.ru მსოფლიოში სასტუმროების საუკეთესო საძიებო ვებ-გვერდად არის აღიარებული.