„TopTripTip-საქართველო“ - ახალი მობილური პროგრამა ქვეყნის მშვენიერებაზე

© photo: Sputnik / Igor Russak / გადასვლა მედიაბანკშისმარტფონი
სმარტფონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მობილური გზამკვლევი რუსულ ენაზე სასარგებლოა როგორც ტურისტებისთვის, ისე ქვეყნის მოსახლეობისთვის, რადგან შეიცავს ინფორმაციას საქართველოს ნაკლებად ცნობილი ადგილების შესახებ.

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. „TopTripTip-საქართველო“ ახალი მობილური პროგრამაა, რომელშიც საქართველოს ღირსშესანიშნაობების შესახებ რუსულ ენაზეა მოთხრობილი.

მობილური გზამკვლევი შეიცავს ინფორმაციას 100-ზე მეტ ტურისტულ ობიექტსა და მარშრუტზე, ქართულ სუფრაზე, იმაზე, თუ როგორ უფრო მოსახერხებელია საქართველოში ჩამოსვლა და ქვეყანაში გადაადგილება. პროგრამა საინტერესო იქნება არა მხოლოდ ტურისტებისთვის, არამედ ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც. მასში მრავალი სტატიაა საქართველოს ნაკლებად ცნობილი ადგილების შესახებ.

„მობილური პროგრამა ოფლაინშიც მუშაობს, სწორედ ამიტომ მისი გამოყენება საქართველოს მთიან რეგიონებშიც შეიძლება, რაც მოგზაურობისთვის ძალზე მოსახერხებელია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გზამკვლევი ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებას“, — განუცხადა Sputnik-ს პროგრამის ავტორმა გიორგი გამსახურდიამ.

სმარტფონი - Sputnik საქართველო
პირველადი დახმარების გამოძახება მობილური აპლიკაციის საშუალებით იქნება შესაძლებელი

ინფორმაცია საქართველოს რეგიონების მიხედვით არის განაწილებული, ასევე, პროგრამაში ინტერაქტიული საძიებელი მუშაობს. მაგალითად, შესაძლებელია მონასტრების, ციხე-სიმაგრეებისა და ეკლესიების ნახვა ცალკეული სიებით. პროგრამაში ასევე ხელმისაწვდომია დაწვრილებითი ინფორმაცია მომხმარებლის ადგილსამყოფელთან ახლოს არსებული საინტერესო ობიექტების შესახებ.

გეგმაშია გზამკვლევის რეგულარული შევსება, გარდა ამისა, გამოსაცემად მზადდება გზამკვლევი „TopTripTip-საქართველო“ ინგლისურ ენაზე. პროექტი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოს ტურიზმის ასოციაციის მხარდაჭერით ხორციელდება.

პროგრამა ხელმისაწვდომია Google Play-სა და App Store-ში. ის შემუშავდა საქართველოს შესახებ პროგრამის შექმნის ინიციატორ რუს პარტნიორებთან თანამშრომლობით.

ყველა ახალი ამბავი
0