უსკო: ამ დროისათვის დათვლილი ხმების რაოდენობით „ქართული ოცნება“ ლიდერობს

უსკო
უსკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საარჩევნო უბნების დახურვისას ხელვაჩაურის ოლქში 28-ე, 29-ე და 36-ე უბნებზე გაითიშა ელექტროენერგია, თუმცა ელექტროენერგიის მიწოდება მალევე აღდგა, შესაბამისად პრობლემა არ შექმნილა.

თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. აჭარაში საარჩევნო უბნებში ხმის დათვლის პროცესი მიმდინარეობს. აჭარის მოსახლეობა დღეს გამართულ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში საქართველოს პარლამენტის 5 მაჟორიტარ კანდიდატს და ასევე აჭარის უმაღლსი საბჭოს 6 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ირჩევდა.

ამ დროისთვის უსკოს მონაცემებით, 348 საარჩევნო უბნიდან 20 უბანია დათვლილი და ყველგან მმართველი პარტია  „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“  წარმომადგენლები ლიდერობენ.  

ცესკო - Sputnik საქართველო
"ქართული ოცნება" და "ნაცმოძრაობა" ხმის დათვლის პროცესში მონაწილეობას ვერ მიიღებს

საარჩევნო უბნების დახურვისას ხელვაჩაურის ოლქში 28-ე, 29-ე და 36-ე უბნებზე გაითიშა ელექტროენერგია, თუმცა ელექტროენერგიის მიწოდება მალევე აღდგა, შესაბამისად პრობლემა არ შექმნილა.

აჭარაში 40 საჩივარია დაფიქსირებული. რაც შეეხება აქტივობას, დღეს არჩევნებზე ამომრჩეველთა სიის სრული რაოდენობის მხოლოდ 37% მივიდა. 

ამომრჩეველთა აქტივობა ოლქების მიხედვით ასე გამოიყურება:

ბათუმის N79 ოლქი (68,69,70) – 50 847 ამომრჩეველი, 31.98 %

ქობულეთის N71 მაჟორიტარული ოლქი- 20 117 ამომრჩეველი,   40.78 %

ხელვაჩაურის N72  მაჟორიტარული ოლქი- 18 320  ამომრჩეველი, 38 07%

ხულოს N73 მაჟორიტარული ოლქი (ხულო,ქედა,შუახევი)- 24 918 ამომრჩეველი, 47.79%

 

ყველა ახალი ამბავი
0