თბილისი, 30 ოქტომბერი– Sputnik. საქართველოში 50 საარჩევნო ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური დასრულდა — პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებს შვიდ რეგიონსა და ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში ირჩევდნენ.
არჩევნების მეორე ტურში თითოეულ საარჩევნო ოლქში ის ორი კანდიდატი ღებულობდა მონაწილეობას, რომლებმაც 8 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ხმების დიდი რაოდენობა მოიპოვეს.
საარჩევნო კომისიებში სულ 87 საჩივარი შევიდა. ცესკოს განცხადებით, ყველა საჩივარი პროცედურულ დარღვევებს ეხება.
არჩევნებში მონაწილეობას 100 კანდიდატი იღებდა. მათგან 49 მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კვოტით იღებდა მონაწილეობას, 45 — „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ორი — „თავისუფალი დემოკრატებისა“ და ერთი — პარტია „თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლოს“ კვოტით.