თბილისი, 30 ოქტომბერი– Sputnik. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობისას, ძირითადად უმნიშვნელო დარღვევები დაფიქსირდა, განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე. საქართველოში არჩევნების მეორე ტური 73 ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან 50-ში იმართება.
„საერთო ჯამში საოლქო საარჩევნო კომისიებში 87 საჩივარი შევიდა, გარკველი რაოდენობა საუბნო საარჩევნო კომისიებშია დაწერილი, შესაბამისად, მათი შინაარსი არის იდენტური. ძირითადად საჩივრები პროცედურული ხასიათის დარღვევებს ეხება», —აღნისნა მიქელაძემ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო ცენტრში 410 სატელეფონო ზარი დაფიქსირდა, ონლაინ-ჩატით კი 37-მა ამომრჩეველმა ისარგებლა. ზარების უმეტესობა ამომრჩეველთა მხრიდან საარჩევნო სიებში მათი მონაცემების გადამოწმებას ეხებოდა.
„ამ დროისათვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს“, — განმარტა მიქელაძემ.