ცესკო მარკირებული ამომრჩევლის მასობრივ გამოცხადებაზე საუბრობს

© Sputnik / Alexander Imedashviliმარკირების შემოწმება არჩევნების დროს
მარკირების შემოწმება არჩევნების დროს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ჟურნალისტებს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობა გააცნო.

თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. ამომრჩევლები, რომლებსაც ხელზე უკვე ჰქონდათ მარკირების ნიშანი, მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ხმის მიცემას ცდილობდნენ და ამტკიცებდნენ, რომ მარკირება ჯერ კიდევ წინა არჩევნებიდან დარჩა, განაცხადა ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 73-დან 50 საარჩევნო ერთმანდატიან ოლქში მიმდინარეობს.

„მარკირებული ამომრჩევლების მასობრივი მისვლა დაფიქსირდა მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში. აღნიშნულმა პირებმა განაცხადეს, რომ მათ 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დარჩათ მარკირება, რაც, პრაქტიკულად, გამორიცხულია. მსგავსი თითო ფაქტი დაფიქსირდა ისნისა და ფოთის მაჟორიტარული საარჩვენო ოლქების თითო უბანზე. კომისიის წევრებმა, კანონის შესაბამისად, არცერთ მათგანს არ მისცეს ხმის მიცემის განხორციელების შესაძლებლობა“, — განაცხადა მიქელაძემ.

საარჩევნო უბანზე ხმის მოცემის დროს - Sputnik საქართველო
არასამთავრობო ორგანიზაცია: ყველაზე მეტი დარღვევა მარნეულის რაიონში მოხდა

მთაწმინდის ფაქტთან დაკავშირებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საჩივარი დაწერა.

ისნის მაჟორიტარული საარჩვენო ოლქის 2 უბანზე კიდევ ერთხელ აღიკვეთა 2 დამკვირვებლის მხრიდან ყალბი აკრედიტაციის მოწმობების გამოყენების მცდელობა. ამავე მაჟორიტარულ ოლქში მსგავსი ფაქტები გამოვლინდა №49 და №66 უბნებზე.

მცხეთის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საკრებულოს ერთი წევრი და გამგებლის მოადგილე ცდილობდნენ არჩევნების დაკვირვებას სადამკვირვებლო ორგანიზაციის ეგიდით ცდილობდნენ. აღნიშნული პიროვნებების მონაცემები გადაამოწმა საარჩევნო ადმინისტრაციამ და მათ გაუუქმდათ დამკვირვებლის სტატუსი.

ბათუმის მაჟორიტარული ოლქის №76 უბანზე უბანზე მისულმა ამომრჩეველმა შევსებული საარჩევნო ბიულეტენი ძირითადი ყუთის ნაცვლად მოათავსა გადასატან საარჩევნო ყუთში. აღშნიშნული ფაქტის შემდეგ გადასატანი ყუთი დაილუქა.

ყველა ახალი ამბავი
0