ცესკო: არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს

© REUTERS / David Mdzinarishviliარჩევნები საქართველოში
არჩევნები საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განმარტეს, რომ არჩევნების მეორე ტურში შემდგარი საჩივრების ძირითადი ნაწილი პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა.

თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, განაცხადა ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ.

არჩევნების მეორე ტური მაჟორიტარული სისტემით საქართველოს 50 ერთმანდატიან ოლქში ტარდება.  ბოლო მონაცემებით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა 60-მდე საჩივარი დაწერეს დარღვევებზე.

საარჩევნო უბანზე ხმის მოცემის დროს - Sputnik საქართველო
არასამთავრობო ორგანიზაცია: ყველაზე მეტი დარღვევა მარნეულის რაიონში მოხდა

„ამ დროისათვის (15:00) ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ყველა ამომრჩეველს აქვს საშუალება ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე თავისი კონსტიტუციური უფლების რეალიზება მოახდინოს და დააფიქსიროს თავისი არჩევანი… საჩივრების ძირითადი ნაწილი პროცედურულ დარღვევებს ეხება“, — თქვა მიქელაძემ.

ყველა ახალი ამბავი
0