თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში წინასწარი მონაცემებით ამომრჩეველთა 37,5%-მა მიიღო მონაწილეობა, განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ.
არჩევნების მეორე ტური 50 ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში ჩატარდა.
ამჯერად დეპუტატის სკამისათვის ერთმანდატიან ოლქებში ერთმანეთს 2 კანდიდატი უპირისპირდებოდა, რომელთაც პირველ ტურში ყველაზე მეტი ხმები მიიღეს.
„წინასწარი მონაცემებით, 20:00 საათისათვის ამომრჩეველთა აქტივობამ 50-ვე ოლქში 37,5% შეადგინა რაც შეადგენს 929265 ამომრჩეველს“, — თქვა მიქელაძემ.