მთავარმა პროკურორმა არასამთავრობო ორგანიზაციის დასკვნაზე კომენტარი გააკეთა

გამოწერა
„სამართლიანმა არჩევნებმა“ შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის დროს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებებისა და ზეწოლის ფაქტებზეა საუბარი.

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. პროკურატურამ ყველა იმ განცხადებებისა და საჩივრების გამოძიება დაიწყო, რომლებშიც საპარლამენტო არჩევნების პერიოდში დანაშაულების ნიშნები იკვეთება, განუცხადაჟურნალისტებს ქვეყნის მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ.

არჩევნები - Sputnik საქართველო
საია: განმეორებით კენჭისყრაზე სერიოზული დარღვევები არ დაფიქსირებულა

მანამდე არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის დროს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებების, ზეწოლის, სამსამხურებიდან პოლიტიკური  ნიშნით გათავისუფლების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და სხვა ფაქტებზეა საუბარი.

„ჩვენ დავიწყეთ გამოძიება თითოეულ ფაქტზე, თითოეულ განცხადებაზე, თითოეულ საჩივარზე, რომლებშიც დანაშაულის ნიშნები იყო. კონკრეტული პირები მიცემულები არიან სისხლის სამართლის პასუხისგებაში… ჩვენ თითქმის ყოველვკირეულად ვაწვდით ინფორმაციას საზოგადოებას გამოძიების შედეგებზე“, — განაცხადა შოთაძემ.

მთავარმა პროკურორმა აღნიშნა, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის სხდომები ღიაა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ყველა მათთვის საინტერესო ინფორმაციის მიღება შეუძლიათ.

ყველა ახალი ამბავი
0