საია: განმეორებით კენჭისყრაზე სერიოზული დარღვევები არ დაფიქსირებულა

© REUTERS / David Mdzinarishviliარჩევნები
არჩევნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, იყო უმნიშვნელო პროცედურული უზუსტობები, რომელიც ჩვენმა დამკვირვებლებმა დააფიქსირეს.

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. ზუგდიდისა და მარნეულის საარჩევნო უბნებზე განმეორებითი არჩევნების დროს არსებითი ხასიათის დარღვევები არ დაფიქსირებულა, განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა.

განმეორებითი კენჭისყრა გაიმართა ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარის №79 და №108, სოფელ განმუხურის №39 უბნებზე პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით და მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოს №48 უბანზე – მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით.  

არჩევნები - Sputnik საქართველო
მარნეულსა და ზუგდიდში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

„არსებითი ხასიათის მძიმე დარღვევები არ ყოფილა. იყო უმნიშვნელო პროცედურული უზუსტობები, რომელიც ჩვენმა დამკვირვებლებმა დააფიქსირეს. ამ დროისთვის დაფიქსირებულია სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის  სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტი“, — განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში. 

საია ასევე საუბრობს საარჩევნო უბნებზე უცხო პირების მობილიზების ფაქტის შესახებ, რომელთაც ორგანიზაციის განმარტებით, უბნებზე ყოფნის სამართლებრივი სტატუსი არ გააჩნიათ.

„დღის განმავლობაში რამდენიმე უბანთან უცხო პირების მობილიზება შეიმჩნეოდა, რაზეც ჩვენ 8 ოქტომბერსაც ვსაუბრობდით. ამ ადამიანებს იქ ყოფნის სამართლებრივი სტატუსი არ ჰქონდათ. ისინი წარმოადგენენ სხვადასხვა პარტიას ან კოორდინატორები არიან“, —დასძინა ნაცვლიშვილმა.

განმეორებითი კენჭისყრის წინასწარი მონაცემების მიხედვით, ზუგდიდის №66-ე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატ ედიშერ თოლორაიას მხარი 981-მა (48,63%) ამომრჩეველმა დაუჭირა, "ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ სანდრა რულოვსს კი 438-მა (44,8%).

მარნეულის №48-ე საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა აკმამედ იმამკულიევმა 381 (48,11%) ხმა მიიღო, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა თამაზ ნავერიანმა 313 (43,43%) ხმა.  

ცესკო - Sputnik საქართველო
მარნეულში „ნაციონალური მოძრაობის“, ზუგდიდში კი „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარდა. განმეორებითი არჩევნების გამართვა სერიოზული დარღვევების გამო გახდა აუცილებელი. ყიზილაჯლოს საარჩევნო უბანზე არჩევნები საარჩევნო უბნის მიმდებარედ არეულობის გამო შეწყდა, ხოლო ჯიხაშკარისა და განმუხურის უბნები ხმების დათვლის დროს დაარბიეს.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.  მეორე ტური 73-დან 50 ერთმანდატიან ოლქში შედგება, სადაც ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო ხმების 50%-ის მოგროვება. 

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ტარდება: 77 დეპუტატი პროპორციული სისტემით, 73 კი მაჟორიტარული სისტემით (ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქი) აირჩევა. საქართველოს პარლამენტში 150 ადგილია. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში 67 ადგილი აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ — 27, ხოლო „პატრიოტთა ალიანსს“ – 6. 23 ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში გამარჯვება მმართველი პარტიის კანდიდატებმა მოიპოვეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0