მარნეულში „ნაციონალური მოძრაობის“, ზუგდიდში კი „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა

© Sputnik / Levan Avlabreliცესკო
ცესკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარნეულის №48-ე საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა აკმამედ იმამკულიევმა 381 ხმა მიიღო, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა თამაზ ნავერიანმა კი 313ხმა.

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განმეორებითი კენჭისყრის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. 

როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, განმეორებითი კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, მარნეულის №48-ე საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა აკმამედ იმამკულიევმა 381 ხმა მიიღო, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა თამაზ ნავერიანმა 313ხმა. 

ცესკო - Sputnik საქართველო
ცესკო:ამომრჩეველთა აქტივობა მარნეულში 53,3%, ზუგდიდში კი 61.3% დაფიქსირდა

რაც შეეხება ზუგდიდს, წინასწარი მონაცემების მიხედვით, №66-ე ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატ ედიშერ თოლორაიას მხარი 981-მა ამომრჩეველმა დაუჭირა, "ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ სანდრა რულოვსს კი 438-მა.

განმეორებითი კენჭისყრა გაიმართა ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარის №79 და №108, სოფელ განმუხურის №39 უბნებზე პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით და მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოს №48 უბანზე – მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით. 

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარდა. განმეორებითი არჩევნების გამართვა სერიოზული დარღვევების გამო გახდა აუცილებელი.

ყიზილაჯლოს საარჩევნო უბანზე არჩევნები საარჩევნო უბნის მიმდებარედ არეულობის გამო შეწყდა, ხოლო ჯიხაშკარისა და განმუხურის უბნები ხმების დათვლის დროს დაარბიეს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0