ცესკო:ამომრჩეველთა აქტივობა მარნეულში 53,3%, ზუგდიდში კი 61.3% დაფიქსირდა

© Sputnik / Levan Avlabreliცესკო
ცესკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
განმეორებითი კენჭისყრა გაიმართა ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარის №79 და №108, სოფელ განმუხურის №39 უბნებზე პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით და მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოს №48 უბანზე – მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით.

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. ზუგდიდისა და მარნეულის რაიონების ოთხივე საარჩევნო ოლქში ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა  და ბიულეტენების დათვლის პროცედურა დაიწყო, იუწყება ცესკოს პრეს-სპიკერი ანა მიქელაძე.

განმეორებითი კენჭისყრა გაიმართა ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარის №79 და №108, სოფელ განმუხურის №39 უბნებზე პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით და მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოს №48 უბანზე – მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით. 

ცესკომ 20:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მონაცემები გაასაჯაროვა. 

არჩევნები - Sputnik საქართველო
საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლის პროცედურა დაიწყო

ამ დროის მონაცემებით, მარნეულის №48-ე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული 1436 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 766-მა, რაც ამომრჩეველთა 53.3%-ს შეადგენს.

ზუგდიდის №38-ე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული 1145 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 461-მა, რაც 40.3%-ია. ზუგდიდის №79-ე უბანზე რეგისტრირებული 925 ამომრჩევლიდან უბნებზე გამოცხადდა 567, რაც 61.3%-ია. ხოლო, ზუგდიდის №108-ე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული 774 ამომრჩევლიდან, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 440-მა, რაც ამომრჩეველთა 56.8%-ს შეადგენს.

გავრცელებული ინფორმაციით, ცესკო არჩევნების განმეორებითი კენჭისყრის შედეგებს 24:00 საათზე გამოაქვეყნებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0