ზაზა ფაჩულიამ ახალ კლუბში პირველი დაბლ-დაბლი გააფორმა

კალათბურთი, ზაზა ფაჩულია
კალათბურთი, ზაზა ფაჩულია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფაჩულიამ 17,5 წუთი ითამაშა, 10 ქულა მოაგროვა, 11 მოხსნა გააკეთა და ერთი შედეგიანი პასი გადასცა.

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ, რომელიც NBA-ს კლუბ „გოლდენ სთეით უორიორზში“ თამაშობს, პირველი დაბლ-დაბლი გააფორმა ახალი გუნდის შემადგენლობაში.

ზაზა ფაჩულია - Sputnik საქართველო
ფაჩულიამ Golden State Warriors-თან კონტრაქტი გააფორმა

NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მატჩში „ნიუ-ორლეან პელიკანსის“ წინააღმდეგ, ფაჩულიამ 17,5 წუთი ითამაშა, 10 ქულა მოაგროვა, 11 მოხსნა გააკეთა და ერთი შედეგიანი პასი გადასცა. „გოლდენ სტეიტმა“ ანგარიშით 122:114 დაამარცხა მოწინააღმდეგე.

გუნდის ყველაზე შედეგიან მოთამაშედ კევინ დიურანტი დასახელდა, რომელმაც 30 ქულა მოიპოვა.

შეგახსენებთ: ზაზა ფაჩულია „უორიორზების“ შემადგენლობაში მიმდინარე წლის ივლისში გადავიდა „დალას მავერიქსიდან“.  გარიგების თანხამ დაახლოებით 3 მლნ დოლარი შეადგინა. 32 წლის ქართველ კალათბურთელსა და „უორიორზებს“ შორის კომნტრაქტი ერთი სეზონით გაფორმდა.

ყველა ახალი ამბავი
0