თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. აშშ-მა 2016 წელს სამხედრო დაზვერვაზე 17,7 მილიარდი დოლარი დახარჯა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости აშშ-ის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნება საფრთხეს არ უქმნის სამხედრო დაზვერვის საიდუმლო საქმიანობას, თუმცა იქვე აღნიშნავენ, რომ არავითარი სხვა მონაცემები არ გამჟღავნდება და ეროვნული უსაფრთხოებიდან გამომდინარე, დეტალები კვლავაც გასაიდუმლოებული დარჩება.
მანამდე Washington Free Beacon-ი იუწყებოდა, რომ ჩინელმა მზვერავებმა პენტაგონის საიდუმლო გეგმები მოიპოვეს, რომლებიც პეკინთან შესაძლო კონნფლიქტს ეხებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, კონგრესის კომისიის მოხსენების თანახმად, ჩინელმა აგენტებმა გამოძიების ფედერალურ ბიუროსა და აშშ-ის წყნარი ოკეანის სარდლობაში შეაღწიეს.