მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პენტაგონი: აშშ–მა 2,7 მლრდ დოლარი დახარჯა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშივაშინგტონი
ვაშინგტონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ თანხიდან ავიაციის მოქმედებაზე 1,8 მლრდ დოლარი მოდის. კამპანია გასული წლის აგვისტოში დაიწყო და დღემდე სპეციალურ ოპერაციებზე 200 მლნ აშშ დოლარია დახარჯული.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. აშშ–მა  სირიასა და ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკების წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის განხორციელებისთვის 2,7 მლრდ აშშ დოლარი დახარჯეს, ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში, — იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.

ამასთან, დახარჯული სახსრების ორი მესამედი (1,8 მლრდ აშშ დოლარი) ავიაციის მოქმედებაზე — საბრძოლო, დაზვერვით და სხვა სახის ფრენებზე მოდის. კამპანია გასული წლის აგვისტოში დაიწყო და დღემდე სპეციალურ ოპერაციებისათვის 200 მლნ აშშ დოლარია დახარჯული. სამხედრო უწყების მონაცემებით, ბოევიკებთან ბრძოლისათვის დღეში საშუალოდ 9 მლნ აშშ დოლარი იხარჯება, იუწყება სააგენტო „ასოშეითედ პრესი“. 

აშშ–მა ოპერაციები ტერორისტული დაჯგუფების,  „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ გასულ ზაფხულს დაიწყო. „ისლამურმა სახელმწიფომ“ სირიასა და ერაყში ვრცელი ტერიტორიები დაიპყრო. მასთან ბრძოლის კოალიციაში მრავალი ქვეყენა შედის. 


ყველა ახალი ამბავი
0