თბილისი, 28 ოქტომბერი— Sputnik. თავისუფალი სტილით მოჭიდავემ, 2016 წლის ოლიმპიურმა ჩემპიონმა და 2012 წლის ვერცხლის პრიზიორმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ვლადიკავკაზში ახალგაზრდა მოჭიდავეებისთვის მასტერ-კლასი ჩაატარა, იუწყება გამოცემა „ვესტი კავკაზა“.
ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქ ვლადიკავკაზში ხინჩეგაშვილი მახარბეკ ხადარცევის — თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონისა (1988 და 1992 წლები) და 1996 წლის ვერცხლის მედლის პრიზიორის მიწვევით ჩავიდა.
როგორც ხინჩეგაშვილმა აღნიშნა, რომელსაც ოსური ფესვები აქვს, დიდი ხანი ოცნებობდა ვლადიკავკაზის მონახულებაზე, სადაც არაერთი ოლიმპიური ჩემპიონი ცხოვრობს.
„მე ხადარცევს გამოვუტყდი, რომ არასდროს ვყოფილვარ ოსეთში, რის შემდეგაც მისგან მოწვევა მივიღე. ეს ძალზე სასიამოვნო იყო“, — განაცხადა ხინჩეგაშვილმა.
თავის მხრივ, ხადარცევმა აღნიშნა, რომ სპორტსმენებს შორის ძლიერი ძმური ურთიერთობა არსებობს, სადაც ადგილი არ აქვს უთანხმოებას პოლიტიკურ თუ ნაციონალურ საკითხებზე.