თბილისში ქართველი „საუკუნის ექიმი“ დააჯილდოეს

გამოწერა
ქართველ კარდიოქირურგს წოდება მიანიჭეს ღონისძიებაზე „ექიმები ექიმებისთვის და მეგობრები ექიმებისთვის“.

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. „ამიერკავკასიის ექიმთა ლიგამ“ ქართველ კარდიოქირურგს ისმეთ დინდარ-მიქელაძეს „საუკუნის ექიმის“ წოდება მიანიჭა.

ქართული წარმოშობის დინდარი თურქეთში დაიბადა და იქვე მუშაობდა, თუმცა ორი წლის წინ ბათუმში გადმოვიდა. ამჟამად ის ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, ასევე ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორია. ექიმს ჯილდო აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მიულოცა და მას საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„მინდა მივულოცო ეს საპატიო ჯილდო. ისმეთ დინდარი არის პიროვნება, რომელმაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ის განსაკუთრებით ეხმარებოდა ქართველ პაციენტებს, რომლებიც სამკურნალოდ თურქეთში მიდიოდნენ. იგი ჩართულია ძალიან ბევრ პროექტში, რომელიც ემსახურება სახალხო დიპლომატიას“, — განაცხადა პატარაძემ.

რამაზ დათიაშვილი - Sputnik საქართველო
ექიმის დღე: ქართველი ქირურგი, დასახიჩრებული ბავშვი და ცხრასაათიანი უნიკალური ოპერაცია

დინდარს წოდება მიანიჭეს ღონისძიებაზე „ექიმები ექიმებისთვის და მეგობრები ექიმებისთვის“, რომელიც 21 ოქტომბერს თბილისში გაიმართა. მას რამდენიმე ასეული ექიმი ესწრებოდა ამიერკავკასიიდან. კანდიდატები „ამიერკავკასიის ექიმთა ლიგამ“ შეარჩია, რომელიც ითვალისწინებდა არა მხოლოდ ექიმების გამოცდილებას, არამედ მათ მიღწევებსაც საქმიანობაში.

„ამიერკავკასიის ექიმთა ლიგა“ აერთიანებს მედიცინის მოქმედ წარმომადგენლებს ამიერკავკასიის მასშტაბით. მისი მიზანია სამედიცინო განათლების მქონე პირთა დამოუკიდებლობის ხელშეწყობა, კვალიფიკაციის ამაღლება, პროფესიული ზრდა და სრულყოფა.

ალექსანდრე ლომია - Sputnik საქართველო
ქართული სიყვარული, ანუ მომღერალი ქირურგის ისტორია

ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია თემატური კონფერენციები, სემინარები, ტრენინგები; დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პრევენციის თანამედროვე მეთოდების დანერგვა და ამ მეთოდების განვითარების ხელშეწყობა; სტუდენტებისა და რეზიდენტების თვითრეალიზების ხელშეწყობა სხვადასხვა აქტივობებში ჩართვით; ახალი პროექტების შემუშავება წამყვან კლინიკებთან და ამიერკავკასიის ჯანდაცვის სფეროს ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით, ასევე ექიმების იურიდიული კონსულტაცია და საქველმოქმედო ღონისძიებების გამართვა.

ყველა ახალი ამბავი
0