ექიმის დღე: ქართველი ქირურგი, დასახიჩრებული ბავშვი და ცხრასაათიანი უნიკალური ოპერაცია

© photo: Sputnik / Христофоров / გადასვლა მედიაბანკშირამაზ დათიაშვილი
რამაზ დათიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik-საქართველო ბალტიისპირელი გოგონასა და ქართველი ქირურგის ისტორიას მოგითხრობთ, რომელიც შორეულ 1983 წელს მოხდა და რომელმაც მილიონობით ადამიანი შეძრა.

ქირურგმა რამაზ დათიაშვილმა ბალტიისპირელ პატარა გოგონას, რასა პრასცევიჩიუტე-სეპტს უნიკალური ოპერაცია გაუკეთა — მოკვეთილი ტერფები მიაკერა. მანამდე ასეთი სახის ოპერაცია საბჭოეთში არავის ჰქონდა ჩატარებული.

რასამ Sputnik-ს თავად უამბო, როგორი ახსოვს თავისი ქართველი ექიმი და გაანდო, რაზე ოცნებობს დღეს.

ტრაგედია და გადარჩენა

საბჭოთა ლიტვა, კოლმეურნეობა „ვადაკტაი“. სამი წლის რასა და მისი ტყუპი და აუშრა ყანაში თამაშობენ, მამა კი სათიბ მანქანაზე ზის და მოსავალს იღებს. მოულოდნელად ბავშვის განწირული კივილი ისმის. მამა სათიბიდან ხტება, ბავშვებთან მირბის და სისხლში მცურავ რასას ხედავს, იქვე კი – მის მოკვეთილ ტერფებს.

© Sputnik/ Диваковаმიკროქირურგი რამაზ დათიაშვილი და სამი წლის ლიტველი გოგონა რასა პრასცევიჩუტე, რომელსაც ორივე ტერფის რეპლანტაცია ჩაუტარდა
მიკროქირურგი რამაზ დათიაშვილი და სამი წლის ლიტველი გოგონა რასა პრასცევიჩუტე, რომელსაც ორივე ტერფის რეპლანტაცია ჩაუტარდა - Sputnik საქართველო
მიკროქირურგი რამაზ დათიაშვილი და სამი წლის ლიტველი გოგონა რასა პრასცევიჩუტე, რომელსაც ორივე ტერფის რეპლანტაცია ჩაუტარდა

სოფელში არ იყო არც საავადმყოფო, არც ტელეფონი. პატარა გოგონას სიკვდილი ემუქრებოდა ტკივილით გამოწვეული შოკის და სისხლისგან დაცლის გამო…

კოლმეურნეობის ფელდშერმა რასას ტერფები ყინულებიან პაკეტში ჩადო და მაცივარში შედო. მერე გოგონა რაიონული ცენტრის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ბავშვის გადასარჩენად ასევე არანაირი პირობა არ იყო. ერთადერთი, რაც იქაურმა ექიმებმა მოახერხეს, სისხლდენა შეაჩერეს, ხოლო ტერფები შეინახეს პაკეტში… გაყინული თევზით – სხვა ყინული ვერსად მოიძებნა.

ერთ-ერთი ადგილობრივი ექიმი სასწრაფოდ დაუკავშირდა მოსკოველ კოლეგებს და… რასას გადასარჩენად, შეიძლება ითქვას, მთელი საბჭოთა კავშირი ფეხზე დადგა.

პაწია პაციენტისთვის საჰაერო დერეფანი გაწმინდეს და მომაკვდავი გოგონას მოსკოვში ჩამოსაყვანად ცაში ტუ-134-ის სპეციალური რეისი აფრინდა.

ამასობაში ახალგაზრდა ქირურგი რამაზ დათიაშვილი, რომელიც ქალაქის №51 საავადმყოფოში მუშაობდა, ექიმების ბრიგადასთან ერთად სასწრაფო დახმარების მანქანებს დასდევდა და ოპერაციისთვის აპარატურასა და დახმარებას ითხოვდა. ყველგან უარი უთხრეს. ბოლოს, როგორც იქნა, ბავშვთა ანესთეზიოლოგებიც მოძებნა და ფილატოვის სახელობის საავადმყოფოს მორიგე ექიმიც დაითანხმა, რომ საოპერაციო გამოეყო.

© Sputnik/ Стешановმიკროქირურგი რამაზ დათიაშვილი და სამი წლის ლიტველი გოგონა რასა პრასცევიჩუტე, რომელიც მოსკოვში მკურნალობის კურსის დასასრულებლად ჩავიდა.
მიკროქირურგი რამაზ დათიაშვილი და სამი წლის ლიტველი გოგონა რასა პრასცევიჩუტე, რომელიც მოსკოვში მკურნალობის კურსის დასასრულებლად ჩავიდა. - Sputnik საქართველო
მიკროქირურგი რამაზ დათიაშვილი და სამი წლის ლიტველი გოგონა რასა პრასცევიჩუტე, რომელიც მოსკოვში მკურნალობის კურსის დასასრულებლად ჩავიდა.


ტრაგედიიდან 12 საათის შემდეგ უნიკალური ოპერაცია დაიწყო. ოთხი საათის შემდეგ ქირურგის დამხმარე ორმა ექიმმა ვეღარ გაუძლო… ახლა გოგონას გადასარჩენად მხოლოდ რამაზ დათიაშვილი და ანესთეზიოლოგი იბრძოდნენ…

და ცხრასაათიანი ურთულესი ოპერაციის შემდეგ რასას მიკერებული ტერფები, როგორც იქნა, გათბა – სისხლის მიმოქცევა აღდგა, სრულიად მარტოდ დარჩენილმა რამაზ დათიაშვილმა ოპერაცია წარმატებით დაასრულა!

„ძალიან პატარა ვიყავი, ბევრი რამ არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს, რომ რამაზი იყო კეთილი, კარგი და თბილი. განსაკუთრებული ადამიანია. მიყვარდა და თან მეშინოდა მისი — მე ყაჩაღანა ვიყავი, ის კი თან მკაცრი იყო და თან ალერსიანი. ბიძია რამაზს ვეძახდი“, — იხსენებს რასა.

პრასცევიჩიუტე-სეპტების ოჯახში ყველაფერი რიგზე არ იყო. გოგონას მშობლები სვამდნენ, მას კი გამუდმებული ზრუნვა და მოვლა სჭირდებოდა. ამიტომ გოგონა გააშვილეს.

რასას დედა 2006 წელს გარდაიცვალა თეთრი ცხელებით, ხოლო მამა — 2014 წელს, კიბოს დიაგნოზით.

„ერთხელ ჩემმა ქმარმა მამაჩემისა და ჩემი თანდასწრებით გაიხსენა ეს ისტორია. მამა ისე ანერვიულდა, რომ მაშინვე დავხურეთ თემა და აღარასდროს მივბრუნებივართ. რაც მოხდა, შემთხვევით მოხდა, მამას ხომ არ უნდოდა, რომ ასე ყოფილიყო. მისი ბრალი არ არის და არც არასდროს დამიდანაშაულებია ამაში“, — ამბობს რასა.

© Владимир Вяткинსამი წლის ლიტველი გოგონა რასა პრასცევიაჩუტე პრესკონფერენციაზე, რომელსაც მიკროქირურგი რამაზ დათიაშვილი ესწრებოდა
სამი წლის ლიტველი გოგონა რასა პრასცევიაჩუტე პრესკონფერენციაზე, რომელსაც მიკროქირურგი რამაზ დათიაშვილი ესწრებოდა - Sputnik საქართველო
სამი წლის ლიტველი გოგონა რასა პრასცევიაჩუტე პრესკონფერენციაზე, რომელსაც მიკროქირურგი რამაზ დათიაშვილი ესწრებოდა

ქართველ ექიმთან შეხვედრის ოცნება

რასა პატარაობიდან მიეჩვია ჟურნალისტებს, მათ გაუთავებელ შეკითხვებს, საყოველთაო ყურადღების ცენტრში ყოფნას. ის მართლაც რომ საჯაროდ, მთელი საბჭოთა კავშირის თვალწინ იზრდებოდა, მაგრამ მაინც უკვირს, რომ ამდენი წლის შემდეგაც კი უამრავ ადამიანს ახსოვს მისი ტრაგედია და სასწაულებრივი გადარჩენის ამბავი.

„ბევრი დრო გავიდა, მაგრამ რამაზთან ურთიერთობას ვაგრძელებ — ელექტრონული მიმოწერითა და ტელეფონით. პერიოდულად მოვიკითხავთ ხოლმე ერთმანეთს და ბოლო ამბებს ვუყვებით. რჩევებს მაძლევს, ფეხის აბაზანები გაიკეთეო. ცოტა ხნის წინ შვილიშვილი შეეძინა. ვოცნებობ, კიდევ ერთხელ შევხვდე და კიდევ ერთხელ ვუთხრა მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გააკეთა“, — გვანდობს რასა ოცნებას.

რასა ახლა გერმანიაში ცხოვრობს, ტროიდორფში. ამბობს, კარგად ვარ, ფეხები თავს მხოლოდ მაშინ მახსენებს, როცა ამინდი იცვლებაო. თავისუფლად იტანს დატვირთვას, მთელი დღე მუშაობს, მერე კი ოჯახი და შვილები ჰყავს მისახედი.

ძირითადად შარვლებით დადის, კაბა იშვიათად აცვია, ისიც გრძელკალთიანი — ნაიარევებს ასე მალავს…

© რასა პრასცევიჩიუტე-სეპტის პირადი არქივირასა პრასცევიჩიუტე-სეპტი ქალიშვილთან ერთად
რასა პრასცევიჩიუტე-სეპტი ქალიშვილთან ერთად - Sputnik საქართველო
რასა პრასცევიჩიუტე-სეპტი ქალიშვილთან ერთად

 

რამაზ დათიაშვილმა სამი წლის რასასთვის მიცემული პირობა შეასრულა: მან მართლაც იცეკვა საკუთარ ქორწილში. მეტიც, მომავალი მეუღლე სულაც დისკოთეკაზე გაიცნო.

ამბობს, რომ ბედნიერია საყვარელ მეუღლესთან და შვილებთან ერთად. ემადლიერება ყველას, ვინც ბევრი წლის წინ მფარველ ანგელოზად მოევლინა და სიცოცხლე შეუნარჩუნა. განსაკუთრებით კი „ბიძია რამაზს“, რომლისთვისაც რასა პრასცევიჩიუტე-სეპტი პირველ და ყველაზე რთულ გამოცდად იქცა სამედიცინო კარიერაში.

ყველა ახალი ამბავი
0