საქართველოში პირველად 12 მოსამართლე უვადოდ იმუშავებს

© Pixabay / WilliamChoკანონისა და მართლმსაჯულების სიმბოლოები
კანონისა და მართლმსაჯულების სიმბოლოები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეულმა მოსამართლეებმა სამწლიანი გამოსაცდელი ვადა გაიარეს, მათ მიეცათ უფლება, თანამდებობა პენსიაზე გასვლამდე დაიკავონ.

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 12 მოსამართლის რვა სხვადასხვა ინსტანციაში უვადოდ დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოს კონსტიტუციაში მოსამართლეების გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ უვადოდ დანიშვნის შესახებ შესწორებები 2010 წელს მიიღეს, თუმცა ეს ნორმა 2013 წლის ბოლოს ამოქმედდა. მოსამართლეები ამის შემდეგ შეუდგნენ გამოსაცდელი ვადის გავლას. მანამდე ამ პრაქტიკას საერთო სასამართლოებში არ იყენებდნენ.

როგორც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული, 12 მოსამართლის უვადოდ დანიშვნა სამწლიანი გამოსაცდელი პერიოდის გასვლის შემდეგ გახდა შესაძლებელი. ამიერიდან საპენსიო ასაკამდე მომუშავე მოსამართლეების გადაყენების უფლება მხოლოდ საბჭოს წევრებს აქვთ.

საკონსტიტუციო სასამართლო - Sputnik საქართველო
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე გახდა

უვადოდ იმუშავებენ: თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებში ორ-ორი მოსამართლე, თბილისის, ბათუმისა და გორის საქალაქო სასამართლოებში — თითო-თითო, ასევე მაგისტრატი მოსამართლეები ტყიბულის, სიღნაღისა და ცაგერის რაიონებში.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო იმ მოსამართლეების კანდიდატურებს, რომლებსაც პენსიამდე თანამდებობაზე მუშაობის უფლება ეძლევათ, 13 კრიტერიუმით ირჩევს.

მოსამართლეების თანამდებობაზე ყოფნის ვადა მანამდე სამიდან ათ წლამდე განისაზღვრებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0