საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე გახდა

© Constitutional Court of Georgiaსაკონსტიტუციო სასამართლო
საკონსტიტუციო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზაზა თავაძე საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხი წლის ვადით უხელმძღვანელებს.

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე გახდა, რომელსაც მხარი პლენუმის წევრთა უმრავლესობამ დაუჭირა, იუწყება სააგენტო „ნოვოსტი გრუზია“ საკონსტიტუცო სასამართლოს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

თავაძის ერთადერთი კონკურებტი საქართველოს ეროვნული უშიშროების ყოფილი მდივანი, მოსამართლე ირინე იმერლიშვილი იყო. 

ზაზა თავაძე საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხი წლის ვადით, ანუ მოსამართლის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე უხელმძღვანელებს. კანონმდებლობით, საკონსტიტუციო სასამართლო ცხრა მოსამართლისგანაა დაკომპლექტებული, თუმცა ამ ეტაპზე ერთი მოსამართლის თანამდებობა ვაკანტურია.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0