„ქართული ოცნება" მხარდამჭერებს მოუწოდებს არ აჰყვნენ პროვოკაციებს

© Sputnik / Alexander Imedashviliქართული ოცნება
ქართული ოცნება - Sputnik საქართველო
გამოწერა
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები კარალეთში „ქართული ოცნების" შტაბში შეიჭრნენ.

თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინ პროვოკაციებში დაადანაშაულა და თავის მომხრეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

30 ოქტომბერს დაგეგმილი მეორე ტური გადაწყვეტს, თუ ვინ დაიკავებს პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატებისთვის გათვალისწინებული 73 ადგილიდან 50-ს. საქართველოს პარლამენტში 150 ადგილია, აქედან, 100 ადგილი კენჭისყრის პირველი ტურის შედეგების მიხედვით უკვე გადანაწილდა.

 „დღეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მორიგი პროვოკაცია მოაწყო. კერძოდ, „ნაცმოძრაობის“ წევრები კარალეთში „ქართული ოცნების“ შტაბში შეიჭრნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ შტაბის თანამშრომელს. ამ პარტიამ კიდევ ერთხელ დაანახა საზოგადოებას საკუთარი სახე,  რომ ძალადობა, პროვოკაციები და დაშინებები მათი მოქმედების სტილია“, — ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.

მმართველ პარტიაში აღნიშნეს, რომ მათი მიზანია ყველა საარჩევნო ოლქში მეორე ტური მშვიდ, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს. 

ცესკო - Sputnik საქართველო
არჩევნები საქართველოში, მეორე ტური: როგორია პარტიების შანსები

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ირაკლი აბესაძემ კი განაცხადა, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც კანონს არღვევს, უნდა დაისაჯოს, თუმცა, ქვეყანაში შექმნილ ძალადობრივი გარემოზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა „ქართულმა ოცნებამ“ უნდა აიღოს. 

„მე ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ შემიძლია ვთქვა: ძალადობაზე პასუხისმგებელი მმართველი პარტია, ხელისუფლება უნდა იყოს. განსაკუთრებით, ეს ნათელია „ქართული ოცნების“ შემთხვევაში, რადგანაც მთელი მათი წინასაარჩევნო კამპანია, მათ შორის  სიტყვიერი რიტორიკა ძალადობაზე იყო აგებული“, — განაცხადა აბესაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. 

 

ყველა ახალი ამბავი
0