ევროკავშირი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის მალე გაუქმების პირობას დებს

გამოწერა
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ჯერჯერობით ვერ დაასახელა თარიღი, თუ როდის შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლას.

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხი რაც შეიძლება მალე გადაიჭრას, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა.

საქართველოში იმედოვნებდნენ, რომ ევროკავშირი უვიზო რეჟიმს უკვე ზაფხულში შემოიღებდა, თუმცა ივნისის დასაწყისში საკითხის განხილვა გადაიდო.

„დიდი იმედი მაქვს, რომ შორს არაა ის დღე, როცა საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ. არ შემიძლია კონკრეტული თარიღი გითხრათ, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს თემა და შედეგები ხალხისთვის. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხი რაც შეიძლება მალე გადაწყდეს“, — განაცხადა ჰერმანმა. მისი კომენტარები საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა გადასცა.

სტრასბურგი - Sputnik საქართველო
ევროკავშირი საქართველოსთვის ვიზების გაუქმების საკითხს დეკემბრამდე გადაწყვეტს

ევროპარლამენტმა 26 ოქტომბერს ევროკავშირის საბჭოს მოუწოდა, არ გადადოს და დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე.

ამ ეტაპზე პროცედურებით გათვალისწინებულია ევროკავშირის ევროპარლამენტთან და ევროკომისიასთან მოლაპარაკებების დაწყება. საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით მხარეებმა უნდა შეათანხმონ და მოამზადონ რეგულაციების ცვლილებების საბოლოო ვარიანტი. ამის შემდეგ დოკუმენტს კენჭი უნდა უყარონ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ხოლო შემდეგ დაამტკიცონ ევროკავშირის საბჭოში.

ევროდეპუტატებმა მოუწოდეს ევროკავშირის საბჭოს, შესაბამისი მოლაპარაკებები დაიწყონ მიმდინარე წლის ნოემბრიდან და უკმაყოფილება გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ საბჭომ სამმხრივი მოლაპარაკებების დაწყება გადაწყვიტა მხოლოდ მას შემდეგ, რაც უვიზო რეჟიმის საგანგებო შეჩერების მექანიზმი ამოქმედდება.

თუ ევროპარლამენტის დეპუტატები კანონპროექტს დაამტკიცებენ, საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში ყოფნას 180 დღის მანძილზე 90 დღის ვადით შეძლებენ.

ყველა ახალი ამბავი
0