თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. სირიის ქალაქ იდლიბში სკოლაზე განხორციელებულ არაერთგზის შეტევას 22 ბავშვი და 6 მასწავლებელი ემსხვერპლა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ გაეროს ბავშვთა ფონდის („იუნისეფი“) აღმასრულებელი დირექტორის ენტონი ლეიკის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
მონაცემები იმის თაობაზე, თუ კერძოდ რომელი შეტევის შედეგად დაიღუპნენ ბავშვები, „იუნისეფის“ განცხადებაში არ არის.
იდლიბი სირიის ჩრდილო-დასავლეთით, ალეპოდან 40 კილომეტრში მდებარეობს. 2015 წლის მარტიდან ქალაქს სხვადასხვა ისლამისტური დაჯგუფების ბოევიკები აკონტროლებენ.
შეიარაღებული დაპირისპირება სირიაში 2011 წლის მარტიდან მიმდინარეობს. გაეროს მონაცემებით, ამ პერიოდში 220 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.