ტრამპი მესამე მსოფლიო ომის საფრთხეს ხედავს

© REUTERS / Jonathan Ernstდონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მილიარდერმა ხაზი გაუსვა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის მნიშვნელობას.

თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა სირიასთან მიმართებით მისი მოწინააღმდეგე ჰილარი კლინტონის პოლიტიკაში მესამე მსოფლიო ომის საშიშროება დაინახა, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „როიტერზე“ დაყრდნობით.

„რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ – ეს „ისლამურ სახელმწიფოზე“ ფოკუსირებაა. ჩვენ არ გვჭირდება სირიის საკითხს განსაკუთრებული მნიშვნელობა მივანიჭოთ. თუ ჰილარი კლინტონს მოვუსმენთ, სირიის გამო ყველაფერი მესამე მსოფლიო ომით დასრულდება“, — განაცხადა მილიარდერმა სააგენტოსთან ინტერვიუში. 

ჰილარი კლინტონი და დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
რამდენჯერ ახსენეს კლინტონმა და ტრამპმა დებატების დროს რუსეთი და პუტინი

„თქვენ მარტო სირიასთან აღარ იბრძვით, თქვენ იბრძვით სირიასთან, რუსეთთან და ირანთან, მეთანხმებით? რუსეთი — ეს ბირთვული ქვეყანაა, თუმცა ქვეყანა, სადაც, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, რომლებიც მხოლოდ ლაპარაკობენ, ბირთვული იარაღი მუშაობს“, — დაამატა ტრამპმა.

სირიაზე საუბრისას ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ბაშარ ასადი გაცილებით ძლიერი გახდა, ვიდრე სამი წლის წინ იყო. 

„ასადი, „ისლამური სახელმწიფოს“ შემდეგ, ჩემთვის მეორე ადგილზეა“, — განმარტა მან. 

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება. უმეტესობა გამოკითხვების შედეგების თანახმად, ჯერჯერობით დემოკრატი ჰილარი კლინტონი ლიდერობს. 

ყველა ახალი ამბავი
0